ჭიათურაში მოქმედ სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის შექმნის მიზანი, კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაა. შეხვედრას, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, ასევე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებას.
