პრეზიდენტი თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
პრეზიდენტი თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა და არჩილ კალანდიამ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და დიპლომატიური მისიის ძირითადი საკითხები განიხილეს. პრეზიდენტმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დღესვე კალანდია მთავრობის მეთაურმა მიიღო. ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გარდა, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
