ოპოზიციის მმართველი რგოლი
“მტრული აქტი” „მეგობარი აქტის“ ნაცვლად - ასე აფასებს მმართველი გუნდი შეერთებული შტატების სენატის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს. მას ფარატინა ქაღალდსაც უწოდებენ, რომელმაც შესაძლოა, დღის სინათლე ვერც ნახოს. ვიდრე აღნიშნული კანონპროექტი კანონად იქცევა, ანუ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, პროცედურა დროში საკმაოდ გაწელილია და რამდენიმე თვე დასჭირდება. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ უნდა მოხდეს მისი პლენარული, ასევე კონგრესში მოსმენა და რამდენიმე თვის შემდეგ მივა პრეზიდენტამდე. უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ეგრეთ წოდებული „მეგობარი აქტი“, ოპოზიციისთვის ერთგვარი მაშველი რგოლია, რომ რამენაირად საპროტესტო მუხტი აწიონ.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
