ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის შექმნის მიზანია, იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა, რომელიც შეიქმნა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ, ჭიათურის მაღაროებში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. შეხვედრას სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები მიიწვიეს. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, ასევე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებას.
