გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვიზა და მასტერქარდის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვიზა და მასტერქარდის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის განმარტებით, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობენ მყისიერი საგადახდო სისტემის დანერგვის პროექტზეც, ეს სისტემა მოსახლეობისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, 2026 წლის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც სებ-ი აცხადებს, „აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე საგადახდო სქემები საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის.