კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედება
კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედება - ეს არის მთავარი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედება მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელს, საუბარია ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ფართოვდება კომისიის მუშაობის არეალი. კომისიის მანდატი გავრცელდება 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც.
