სოციალურ ქსელში 32-ე ბატალიონის ყოფილი ჯარისკაცის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში 32-ე ბატალიონის ყოფილი ჯარისკაცის სახელით დეზინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, თითქოს გოგა გოგლიჩაძე მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა და საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გამო ტოვებს შეიარაღებული ძალების რიგებს. გავრცელებული ინფორმაცია რომ ტყუილია ამას თავად გოგლიჩაძე ადასტურებს, ქრონიკასთან სატელეფონო საუბარში ის ამბობს, რომ სამხედრო სამსახური 2021 წელს დატოვა
