პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მამუკა ყურაშვილსაც მოუსმინა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, დღეს მამუკა ყურაშვილსაც მოუსმინა. საუბარი იყო საომარ მოქმედებებში სამოქალაქო პირების ჩართულობაზე , ასევე ამ პერიოდში თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულ დამაზიანებელ განცხადებებზე . მამუკა ყურაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ არ ეთანხმება ევროსაბჭოს რეზოლუციის კონკრეტულ პუნქტს , რომელსაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა და რომლითაც საქართველო ომის დაწყებაშია დადანაშაულებული

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები