ოლიმპიურ კომიტეტში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ციმაკურიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ციმაკურიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მიმართა და ასევე ნაჩვენები იქნა თამარ ბალავაძის მიერ გადაღებული სატელევიზიო ფილმი ლეგენდარულ მოჭიდავეზე. დავით ციმაკურიძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 1952 წელს, ჰელსინკის თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მოიპოვა.
