ევროკავშირი მზად არის ტრანს კასპიური დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს
ევროკავშირი მზად არის ტრანს კასპიური დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს. ამის შესახებ აშხაბადში, აზია-ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს, კაია კალასმა განაცხადა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დერეფნის განვითარებისთვის ბრიუსელთან ერთად ინვესტიციებისთვის მზად არიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც. კაია კალასის განმარტებით, ტრანს კასპიური სატრანსპორტო დერეფანი არამხოლოდ რეგიონში მდებარე ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ მთელ რეგიონს ევროკავშირთან აახლოებს.
