The Economist: უკრაინელი ლტოლვილები ევროპაში სამუდამოდ დარჩენას გეგმავენ
უკრაინელი ლტოლვილები ევროპაში სამუდამოდ დარჩენას გეგმავენ. გამოცემა "ეკონომისტი" წერს, რომ სამწლიანი ომის გამო, ევროკავშირში გადასახლებული უკრაინელების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში გაიზარდა იმ უკრაინელების რაოდენობა, რომლებმაც მუდმივი ბინადრობის უფლება მოითხოვეს. პოლონეთში კი უკრაინელებს ქვეყნის მოქალაქეობის მიღება სურთ და პოლონური ენის შემსწავლელ კურსებს გადიან. ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის პროგრამა მოქმედებს, რომელიც 4 მილიონზე მეტი უკრაინელს საცხოვრებლით, შეღავათებითა და დასაქმებით უზრუნველყოფს. პროგრამა 2026 წლის მარტში სრულდება. სწორად ამ დროისთვის უკრაინელები ცდილობენ ევროპაში ლეგალურად დარჩენისთვის საჭირო პროცედურები გაიარონ.
