ილონ მასკმა მოღალატე უწოდა ამერიკელ სენატორ მარკ კელის, რომელიც უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა
ილონ მასკმა მოღალატე უწოდა ამერიკელ სენატორ მარკ კელის, რომელიც უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის უახლოესი მრჩევლის თქმით, ამერიკელი კანონმდებელი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, სხვა ქვეყნის ინტერესებს არ უნდა აყენებდეს. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე წლებია ფრონტის ხაზზე, ათასობით ადამიანი უსაფუძვლოდ იღუპება და ის პატივს არ სცემს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ომის გახანგრძლივებას ემხრობიან.
