კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი ადამიანი დააკავა
კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი ადამიანი დააკავა. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „მარიხუანის“ შეძენა-შენახვის ბრალდებაზე. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
