ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის შექმნის მიზანია, იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა, რომელიც შეიქმნა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ, ჭიათურის მაღაროებში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. შეხვედრას სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები მიიწვიეს. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებას.სამუშაო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მედიაციასა და კრიზისიდან გამოსავლის სხვადასხვა გზის მოძიებას, რათა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად, უმტკივნეულო იყოს თითოეული დასაქმებულისთვის.
                        
                    
                    
                    
                    
                