შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა - ამ სამ მთავარ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს, საქართველოს ომში ჩართვა სურთ.
