თითქმის ოთხი საათია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მამუკა ყურაშვილს უსმენს
თითქმის ოთხი საათია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მამუკა ყურაშვილს უსმენს. კითხვები დაისვა აგვისტოს ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველი აგვისტოდან რვა აგვისტოს ქრონოლოგიაზე. კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის საკითხს, სხდომაზე მძიმე საუბარი მოჰყვა. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ეხებოდა მამუკა ყურაშვილის ცნობილ განცხადებას, 7 აგვისტოს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით. სოფო ბერიძე აშუქებს სხდომას.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები