საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება
უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, სამხედრო კონტინგენტის საკითხზე, “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალების განლაგებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს, პარიზი და ლონდონი უკრაინასთან განიხილავს. მაკრონი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახლა მათი გაუქმების დრო არ არის. ამ პოზიციას იზიარებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც.
