კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა-შენახვის ბრალდებაზე. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
