დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს. ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად ამოქმედდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
