ამერიკის საარჩევნო რეფორმა
საარჩევნო სისტემის რეფორმის მიზნით, დონალდ ტრამპმა, აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. თეთრი სახლის ლიდერის ბრძანებით, არჩევნებში ხმის მისაცემად ამომრჩეველს, ამერიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება ექნება. ამ ნაბიჯით დონალდ ტრამპი ფედერალურ არჩევნებში არალეგალი მიგრანტების მონაწილეობის, კენჭისყრის გაყალბებისა და უცხოური გავლენის პრევენციას ცდილობს
