ქართული ღვინის პოპულარიზაცია
ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. ამ მიზნით სააგენტომ გავლენიან ამერიკულ, გერმანულ, პოლონურ და ბრიტანულ მარკეტინგულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აზიის ბაზარზეც. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ქართული ღვინის კომპანიები, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 20-მდე ქვეყნის სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას
