პასუხისგება უარისთვის
დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის საქმიანობაც გაიხსენეს. ითქვა, რომ მის დროინდელ თავდაცვაში არც სახმელეთო ჯარების შტაბი არსებობდა, არც სამხედრო დაზვერვა, გაუქმებული იყო ამერიკელების, ფრანგების და შვეიცარიელების მომზადებული ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი, ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი და სამხედრო აკადემია. ოქრუაშვილს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ ელოდნენ, თუმცა უშედეგოდ. საკითხი პროკურატურაშია გადაგზავნილი. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაიწყო ბადრი ჯაფარიძის საქმის შესწავლაც. მამუკა ხაზარაძე კი საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. რა იქნება საგამოძიებო კომისიისთვის ნათქვამ უარზე სამართლებრივი პასუხი?
