საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ის პრემიერს შეხვდა. ევროპელმა დიპლომატმა ოფიციალურ პეკინთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ჟან ნობელ ბარო მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. შეხვედრის დროს დიპლომატები საფრანგეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკის, ფინანსებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
