ტრამპის განცხადებით, ის მზადაა ჩინურ საქონელზე ტარიფები დაწიოს, თუ ჩინეთი პლატფორმა ტიკტოკს 5 აპრილამდე გაყიდის
თუკი კომპანია ByteDance-ი ტიკტოკს არა ჩინელ მფლობელს 5 აპრილამდე მიჰყიდის, დონალდ ტრამპმა შესაძლოა ჩინეთს ტარიფები შეუმციროს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ თუკი ByteDance-ი აპლიკაციის გაყიდვას დათანხმდება, იგი მზად არის აპლიკაციაზე დაწესებული აკრძალვის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაავადოს. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, თუკი ჩინეთი აპლიკაციას არ გაასხვისებს, მისი მოხმარება შეერთებულ შტატებში აიკრძალება
