ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მდივანმა საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-ში რუსეთის დაბრუნება არ გამორიცხა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მდივანმა საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-ში რუსეთის დაბრუნება არ გამორიცხა. Fox News-თან ბესენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის უკრაინის საკითხის მოგვარების ფარგლებში სხვადასხვა საკითხი განიხილოს, მათ შორის სვიფტის აღდგენაც, თუმცა ფინანსთა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქება, თუ პირიქით, გაძლიერება, ომის დასრულების სამშვიდობო პროცესის მსვლელობაზეა დამოკიდებული
