უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასა და უსაფრთხოების გარანტიებზე პარიზში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასა და უსაფრთხოების გარანტიებზე პარიზში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა მიმდინარეობს. ე.წ. „მოსურნეთა კოალიციის“ სამიტს 30 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც ესწრება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების განლაგების პერსპექტივაა. ლიდერები ასევე ისაუბრებენ უკრაინაში მყარი მშვიდობისთვის საჭირო ნაბიჯებზეც. სამიტის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებთან გამართა