5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ტესტ-მატჩს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს
5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ტესტ-მატჩს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. ინფორმაცია ოფიციალურად ირლანდიის რაგბის კავშირის ვებ-გვერდმა დაადასტურა. საქართველოსა და ირლანდიის ნაკრები გუნდები აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ და ხუთივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქემ მოიპოვა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო - ირლანდიის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
