სამხრეთ კორეაში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა
სამხრეთ კორეაში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, დაშავებულია 32 ადამიანი. სტიქიის ზონიდან უკვე ათობით ათასი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. რეგიონში ათობით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზიანდა 1300 წლის ტაძარიც. გადაწვის საფრთხის წინაშე დგას სხვა ისტორიული ნაგებობებიც. სანჩ-ჰონის რეგიონში ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე ასეული მეხანძრე 24 საათის განმავლობაში ცდილობს. მათ ხელს უშლით მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი. ხანძარმა ამ დრომდე 35 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი გადაწვა.
