ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს შავ ზღვაში სავაჭრო დერეფნის კონტროლი სურს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს შავ ზღვაში სავაჭრო დერეფნის კონტროლი სურს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, უკვე დიდი ხანია სავაჭრო დერეფანს რუსეთი აღარ აკონტროლებს. ზელენსკის თქმით, კიევი შავ ზღვაში სავაჭრო დერეფანზე კონტროლის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ვინაიდან ეს ბერკეტი უკრაინას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უპირატესობას მისცემს.
