ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს მასპინძლობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს მასპინძლობს. ღია კარის ფარგლებში აბიტურიენტებს საშუალება აქვთ პირადად შეხვდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და დაათვალიერონ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი. უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. აკადემიურ სივრცეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მიღების მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს.
