კასპის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ოკამსა და თვალადში ახალი შენობები აშენდა. პროექტები „ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარით დაფინანსდა.
