მესამე დღეა ბათუმში, ევროსაბჭოს ორგანიზებით, ტრენინგი მიმდინარეობს, შეხვედრას ენჯეო სექტორიც ესწრება
მესამე დღეა ბათუმში, ევროსაბჭოს ორგანიზებით, ტრენინგი მიმდინარეობს. შეხვედრას ენჯეო სექტორიც ესწრება. ტრენინგის მონაწილეები მედიასთან ისევ არ ჩნდებიან, რა მიზანს ემსახურება შეხვედრა კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, მსჯელობის ერთ-ერთი საკითხია მშვიდობიანი შეკრებების მართვა და ძალის გამოყენება. მმართველ გუნდის განცხადებით, არაერთხელ დადასტურდა, რომ მსგავსი შეხვედრების მიზანი ქვეყანაში რადიკალიზმის შემოტანა და დესტრუქციული პროცესების წახალისებაა.
                        
                    
                    
                    
                    
                