„ჩვენი ჯარი” პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს
„ჩვენი ჯარი” პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს. სამხედროები მოსწავლეებს ქართული ჯარის ისტორიაზე, ჯარისკაცის პროფესიაზე, თავდაცვის ახალ კოდექსსა და ჯარის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ. „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
