გურიის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის, უკანონო შეძენა-შენახვა, დამზადების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები; ასევე პოლიეთილენის პაკეტები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
