ბოლივიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ბოლივიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობების გამო ქვეყანაში 50 ადამიანი დაიღუპა. 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია. სტიქიის შედეგად ქვეყნის 9 რეგიონია დაზარალებული. განგაშის წითელი დონე ბოლივიაში აპრილამდე შენარჩუნდება.
