„რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა - ხელისუფლების როლი“- ამ თემებზე ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა
„რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა - ხელისუფლების როლი“- ამ თემებზე ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს ასოციაციის, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მოდერატორი იყო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.
