რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან
ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ და მისი ლიდერები ქუჩის პროტესტით კორუმპირებულობის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა. საპროტესტო გამოსვლები თურქეთში ერთი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიციამ კორუფციისა და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით სტამბოლის მერი დააკავა. მერის მოვალეობის შემსრულებლად სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ გუშინ ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ნური ასლანი აირჩია.
