ტრენინგი ძალის გამოყენებაზე
ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი ბათუმში, რომელიც გარკვეულ ეჭვებს აჩენს. მეორე დღეა შეხვედრის მონაწილეები კითხვას - რა არის ტრენინგის ოფიციალური მიზანი და დანიშნულება, დუმილით პასუხობენ. შეკრებას არასამთავრობო სექტორიც ესწრება. საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ ტრენინგის რეალური მიზანი დესტრუქციული და ძალადობრივი პროცესების წახალისებაა. ამ მოსაზრებას იზიარებენ მმართველ გუნდშიც და ფიქრობენ, რომ დღეს, როდესაც საპროტესტო მუხტი მინელებულია, უცხოური ფულით დაფინანსებული მსგავსი შეკრებები ქვეყანაში, ესკალაციისა და დესტაბილიზაციისთვის რადიკალების სამზადისს უკავშირდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
