გერმანიამ, მედიის შესახებ კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წარმომადგენელს დაუკვეთა
გერმანიამ, მედიის შესახებ კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წარმომადგენელს დაუკვეთა. პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი მარიამ გერსამია მედია ხმას ხელმძღვანელობს და ორგანიზაციის დამფუძნებელია. გერსამია ირწმუნება, რომ მედიის შეფასებისას ობიექტურია, პარალელურად ამაყობს , რომ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გერმანიის ელჩი კი ამბობს, რომ მარიამ გერსამიას პოლიტიკური წარსულის შესახებ ინფორმირებული არ არის. დიპლომატმა კვლევაზე პასუხისმგებლობა აიცილა, თუმცა გამოცემულ წიგნშიც და ღონისძიების ბანერზეც მითითებულია, რომ ამ კვლევის მხარდამჭერი გერმანულ ფონდთან ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროა.
