მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყებას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შემდგომი რეაგირებისთვის, ბადრი ჯაფარიძეზეც მიმართავს. ლელოს ლიდერები კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ჯაფარიძე და ხაზარაძე კომპანია მაგნატის საქმეზე დაიბარეს. კომპანიის მესაკუთრემ ჯემალ ლეონიძემ გუშინ კომისიის წევრებს უამბო მისთვის ბიზნესის წართმევის დეტალები, ასევე ისაუბრა ჯაფარიძის და ხაზარაძის როლზე დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ. მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.
