შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავა. დაკავებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 54 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოღებულია. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
