2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო 13 წლიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია და მეექვსე ადგილს იკავებს
2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო 13 წლიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია და მეექვსე ადგილს იკავებს. დოკუმენტი ამერიკულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. კვლევა 170 ქვეყანაში ჩატარდა. გლობალურ რეიტინგში კი, საქართველო 51-ე ადგილზე დაწინაურდა და ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანასაც უსწრებს, შავიზღვისპირეთში მესამე ადგილზეა, საქართველო რეიტინგში უსწრებს ნატოს წევრ სამ სახელმწიფოს თურქეთს , ალბანეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას. ანალიზი ეყრდნობა გაეროს, მსოფლიოს ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო შემფასებელი ანალიტიკური ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს.
