გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 22 წელი შესრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 22 წელი შესრულდა. აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა მიულოცეს. კოჯორში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში აკადემიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები მედლით - „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. ცერემონიის დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.