15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია „ეარ სერბია“ შემოდის
15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია „ეარ სერბია“ შემოდის. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
