პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე წერს
პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას საქართველოსთან მიმართებით. მისივე თქმით, ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყანა გადაურჩა კარგად დაგეგმილ სცენარსა და როლს, რომელიც ქვეყანას ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა.