საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომპანია „მაგნატის“ მესაკუთრეს მოუსმინეს
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომპანია „მაგნატის“ მესაკუთრეს მოუსმინეს. ჯემალ ლეონიძემ დეტალურად გაიხსენა მისთვის ბიზნესის წართმევის ფაქტები. ისაუბრა ამ პროცესში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის როლზე, გაიხსენა დაკავებისა და ბიზნესის დავით კეზერაშვილისთვის გადაფორმების ეპიზოდები. სხდომაზე საგამოძიებო კომისიის წევრებს ინფორმაცია გაუზიარა ჯემალ ლეონიძის ადვოკატმაც.
