დაბარების მიუხედავად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე არ გამოცხადდნენ
დაბარების მიუხედავად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე არ გამოცხადდნენ. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და პარლამენტში მიმდინარე პროცესს შოუ უწოდეს. საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის შესახებ კომისია ხვალ იმსჯელებს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.
