საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა სლოვაკეთის საერთაშორისო გრან-პრიზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა სლოვაკეთის საერთაშორისო გრან-პრიზე წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ, სადაც ცოტნე სორდიამ ლევან დონაძე დაამარცხა. 67 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვიტალი კურჩენკომ, ხოლო 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ვასაძე. ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ეგიდით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
