ტეხასის შტატში ტესლას ავტომობილების შოურუმში პოლიციამ ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნო
ტეხასის შტატში ტესლას ავტომობილების შოურუმში პოლიციამ ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნო. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა და ქალაქ ოსტინის გამნაღმველთა ჯგუფმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დროულად განეიტრალება მოახერხეს. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, მოწყობილობის ამოქმედების შემთხვევაში, შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდებოდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დონალდ ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ბოლო კვირებში ილონ მასკის კომპანია ტესლას თავს ესხმიან. ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებით, შემთხვევები ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმს უტოლდება, ვინაიდან ბოროტმოქმედები თავდასხმების დროს მოლოტოვის კოქტეილებს და ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებენ.
