საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო
საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შეხვედრის ფარგლებში მხარეები 2022 წლის მარცვლეულის შეთანხმების ამოქმედებაზე მსჯელობენ, რაც უკრაინას შავი ზღვის რეგიონში პროდუქციის ექსპორტის საშუალებას მისცემს. სანაცვლოდ კი მოსკოვი დასავლური სანქციების შემსუბუქებას ცდილობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და მხარეებს ახლო მომავალში პოზიტიური სიახლე ექნებათ.
